ვენეციაში შესვლის საფასური, რომელიც 2024 წელს შემოიღეს, შესაძლოა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა, სიმონე ვენტურინიმ, გადაჭარბებული ტურიზმის შესაკავებლად, გარკვეულ დღეებში ერთდღიანი ვიზიტორებისთვის გადასახადის 50 ევრომდე გაზრდის გეგმები გამოაცხადა.

ამის მიზეზი ის მონაცემები იყო, რომ მიმდინარე ტარიფები - 5 ევრო წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში და 10 ევრო ბოლო წუთს გადახდის შემთხვევაში - ტურისტებს ნაკლებად აშინებს.

ვრცლად euronews – ზე