საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.