პოლონური ავიაკომპანია LOT რეგულარულ რეისებს იწყებს ტრომსეში, რომელიც ნორვეგიის კუნძულზე, ჩრდილოეთ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
თვითმფრინავები კვირაში ორჯერ იფრენენ, მაგრამ მხოლოდ ზამთარში - დეკემბერს, იანვარსა და თებერვალში.
პირდაპირი რეისები მხოლოდ ვარშავიდან ხორციელდება., თუმცა შესაძლებელია გადაჯდომით ბილეთის შეძენა პოლონეთის სხვა ქალაქიდანაც.
ტრომსეს ზოგჯერ ჩრდილოეთის ნათების მსოფლიო დედაქალაქს უწოდებენ. ქალაქი მდებარეობს ეგრეთ წოდებულ პოლარული ოვალში - დედამიწის მაგნიტური პოლუსების გარშემო არსებულ ზონაში, სადაც ეს ბუნებრივი ფენომენი ყველაზე ხშირად ხდება. პოლარული ნათების სეზონი ნოემბრიდან მარტამდე გრძელდება – ეს ის თვეებია, როდესაც მოგზაურობის დაგეგმვა საუკეთესოა.