ნორვეგიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ დაიწყებს საპილოტე პროექტს ჰიბრიდული თვითმფრინავების შესამოწმებლად, რომლებსაც შეეძლებათ აფრენა და დაშვება „ულტრა-მოკლე დიაპაზონის ადგილებში“, როგორიცაა ავტოსადგომები ან დრონების დასაჯდომი ადგილები.

ამერიკული  საავიაციო სტარტაპ Electra-ს მიერ შექმნილ Ultra Short EL9 ჰიბრიდულ თვითმფრინავს არ სჭირდება აეროპორტი ან ტრადიციული ასაფრენი ბილიკი. მას აფრენისა და დაშვებისთვის მხოლოდ 50 მეტრი სჭირდება, ხოლო საჭირო დასაფრენი არეალი ზომით ფეხბურთის მოედნის ტოლია.

პროექტი ნორვეგიის ნულოვანი და დაბალი გამონაბოლქვის მქონე ავიაციის საერთაშორისო სატესტო პლატფორმის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის დასაჩქარებლად სრულმასშტაბიანი ტესტირებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების გაუმჯობესების გზით.

ვრცლად euronews – ზე