ვენესუელას ოპოზიციის დევნილი ლიდერის მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმსახურებდა ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.

მისი მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს მსოფლიოს დაუმტკიცა ვენესუელაში თავისი ქმედებებით, რაც, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, „უდიდესი ნაბიჯია კაცობრიობისთვის“.

მისი თქმით, ვენესუელაში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას გეგმავს.

მანამდე, მარია კორინა მაჩადომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვენესუელელების სახელით მადლობა გადაუხადა „კანონის დაცვისადმი მათი სიმტკიცისა და მონდომებისთვის“.

„ვენესუელას თავისუფლება ახლოსაა და მალე ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიზეიმებთ“, - აღნიშნა მაჩადომ.

ipn.ge