საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ეკონომიკური შედეგების მისეულ ხედვას გვაცნობს. ის ამ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.
"ვენესუელაში მიმდინარე პროცესები ეკონომიკურ ჭრილში, შემდეგ სურათს ხატავს:ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი დადასტურებული ნედლი ნავთობის მარაგი აქვს.OPEC-ის მონაცემებით, ეს მარაგები 303 მილიარდ ბარელს უტოლდება.ეს მარაგი აღემატება საუდის არაბეთისა და აშშ-ის მარაგებს ერთად აღებულს.შეგვიძლია წარმოვიდგინოს რა მოხდება, როდესაც ამჟამად სანქცირებული ვენესუელის ნავთობი, სანქციების მოხსნის შემდეგ, მოხდება ისედაც გაჯერებულ საერთაშორისო ნავთობის ბაზრებზე.
სსრკ-ს დაშლის დროისთვის, 1990-1991 წლებში, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 15 აშშ დოლარს შეადგენდა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
ამჟამად, რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის ფასი, დისკონტის გათვალისწინებით, 35-37 დოლარია," - წერს ეკონომიკის საერთაშორისო მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში