უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ დაზიანებული "დრუჟბას" მილსადენის გაერთიანებული საგამოძიებო გუნდი შექმნეს.
უნგრეთი და სლოვაკეთი მოითხოვენ ექსპერტთა მისიის გაგზავნას ადგილზე, რათა შეფასდეს მილსადენის დაზიანება.
"დრუჟბას" მილსადენი უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.
27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით, მიმდინარეობის მილსადენის აღდგენის სამუშაოები.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.
"დრუჟბას" მილსადენის მუშაობის შეფერხების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებიან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა "პოტენციური უკრაინული საფრთხისგან" დაიცვას.
ამასთან ერთად, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.