ისრაელი ირანის ბალისტიკურ რაკეტებს იგერიებს. ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალები (IDF) ავრცელებენ.

IDF-მა ჯერჯერობით, ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, სამი რაკეტის გაშვება დააფიქსირა.

Times of Israel წერს, რომ ერთი რაკეტა ჩრდილოეთ ისრაელში ღია სივრცეში დაეცა, ხოლო მეორე IDF-მა ანტისაჰაერო სისტემებით მოიგერია. მესამეს შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ადგილობრივი სასწრაფო-სამაშველო სამსახურების განცხადებით, მათ დაშავებულთა შესახებ ცნობები არ მიუღიათ.

IDF აცხადებს, რომ ირანის მხრიდან გაშვებული რაკეტების მოსაგერიებლად ანტისაჰაერო სისტემებს ამუშავებს.

tabula.ge