უნგრეთის მთავრობამ საქართველოს, ფილიპინებისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ქვეყანაში უცხოური მუშახელის შემოდინების დარეგულირებას ისახავს.
Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ის დადგენილება, რომელიც დასაქმების სააგენტოებს დასახელებული ქვეყნებიდან მუშახელის გამარტივებული პროცედურით ჩამოყვანის უფლებას აძლევდა.