ნავთობის ფასები პარასკევს დღისით მცირე კლებისკენ გადავიდა ომანში მსხვილი საექსპორტო ტერმინალის ნორმალური ფუნქციონირების შესახებ ცნობებზე.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსები 0.26 დოლარით (0.27%-ით) დაეცა და ბარელზე 94.77 დოლარი შეადგინა.
ივლისის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.16 აშშ დოლარით (0.17%-ით) გაიზარდა და ბარელზე 92.88 აშშ დოლარი შეადგინა.
კვირის დასაწყისიდან Brent–ის ფასი დაახლოებით 3%-ით, ხოლო WTI-ის - დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.