2026 წლის აპრილში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირამ კვადრატულ მეტრზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა.
"გალტ & თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში თბილისში უძრავი ქონების ქირის ამონაგები საშუალოდ 8.5%-ის ფარგლებში ფიქსირდება.
საერთაშორისო ჭრილში, თბილისი უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობით რეგიონში მე-3 ადგილზეა.
ქალაქების მიხედვით ქირის წლიური ამონაგები ასე ნაწილდება:
1. ანკარა – 9.6%
2. ასტანა – 8.8%
3. თბილისი – 8.5%
4. ტაშკენტი – 8.1%
5. ერევანი – 6.9%
6. ბაქო / კიშინიოვი – 5.3%
7. რიგა – 4.3%
8. ბუქარესტი / სოფია – 4.2%
9. ვილნიუსი – 3.9%
10. ტალინი – 3.6%