მილიარდერი გლეიზერების ოჯახის წევრებმა, რომლებიც 2005 წლიდან ფლობენ ინგლისურ საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედს“, კვლავ დაიწყეს თავიანთი აქციების ნაწილის ან მთლიანად გაყიდვის განხილვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სიტუაციის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული საფეხბურთო კლუბია. თავისი ისტორიის განმავლობაში მან ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდული 13 ტიტული მოიგო, თუმცა ბოლო წლებში ინგლისური ფეხბურთის დომინირებამ მანჩესტერ სიტისკენ გადაინაცვლა. წელს მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

Bloomberg-ის მონაცემებით, კლუბის გაყიდვის სურვილი გლეიზერების ოჯახის გარკვეულ წევრებს გაუჩნდათ იმის გამო, რომ მფლობელებს უახლოეს წლებში მათი საშინაო სტადიონის, „ოლდ ტრაფორდის“, მრავალმილიარდიანი ფუნტი სტერლინგის ღირებულების რეკონსტრუქცია ელით.

ვრცლად liga.net – ზე