ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა გამოაცხადა, რომ 2026 წლის 24 ოქტომბრიდან ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში ბაზის დახურვას გეგმავს.

კომპანია ბერლინში ბაზირებული შვიდი თვითმფრინავის გაყვანას აპირებს და ტრანსპორტირების მოცულობას დაახლოებით 50%-ით შეამცირებს.

Ryanair-ი აცხადებს, რომ COVID-19 პანდემიის დაწყებიდან ბერლინში ფრენების ხარჯები 50%-ით გაიზარდა და აეროპორტი 2027-დან 2029 წლამდე ტარიფების კიდევ 10%-ით გაზრდას გეგმავს.

ბერლინში ამჟამად განთავსებული თვითმფრინავები გადაინაცვლებენ ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც საავიაციო გადასახადები უფრო დაბალია ან საერთოდ არ არსებობს, მაგალითად, შვედეთში, სლოვაკეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

ვრცლად 34travel.me – ზე