მიმდინარე წლის აპრილში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირამ კვადრატულ მეტრზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა.

"გალტ & თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით ($9.5) ზრდა 5.2%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ყველაზე ძვირი ქირა ტრადიციულად ცენტრალურ უბნებში იყო.

საშუალო შეწონილი ქირა 1 კვ.მ-ზე თბილისის სხვადასხვა უბანში ასე გამოიყურება:

ვაკე – $14.2
მთაწმინდა – $12.7
საბურთალო – $11.3
კრწანისი – $10.5
ჩუღურეთი – $10.0
დიდუბე – $9.9
ისანი – $9.9
ნაძალადევი – $9.6
ვაშლიჯვარი – $8.9
გლდანი – $8.6
დიდი დიღომი – $8.6
სამგორი – $8.2

მიმდინარე წლის აპრილში თბილისში უძრავი ქონების ქირის ამონაგები საშუალოდ 8.5%-ის ფარგლებში ფიქსირდება.