რუსული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციებიდან გათავისუფლება, შესაძლოა, არა ზოგადი წესით, არამედ ინდივიდუალურად, კონკრეტული ქვეყნების მიხედვით მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

ბესენტის თქმით, სანქციებიდან არსებული გამონაკლისების წყალობით რუსეთმა მხოლოდ „ძალიან მცირე დამატებითი შემოსავალი“ მიიღო.

„ვფიქრობ, თუ მომავალში დამატებითი გამონაკლისები იქნება, ისინი კონკრეტულ ქვეყნებს შეეხებათ და არა ზოგადად. რუსული ნავთობი ყოველთვის ჩინეთში მიედინებოდა, ახლა კი ის შეიძლება ჩვენს მოკავშირეებსაც მიეწოდოს“, – განაცხადა ბესენტმა.

ცნობისთვის, მაისში შეერთებულმა შტატებმა დროებით გაახანგრძლივა სანქციების შემსუბუქების რეჟიმი რუსულ ნავთობზე, რათა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა შეემსუბუქებინა.

1tv.ge