უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში ევროკავშირს აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებული შტატების მშვიდობის ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – წერს ორბანი წერილში.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ორბანი წერილში ასევე წერს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რაიმე ფორმით შემდგომი ფინანსური დახმარების გაგზავნას უკრაინისთვის და არ ეთანხმება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.