უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში „ბორისოგლებსკის“ აეროდრომი და სარატოვის ოლქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი შეინიშნებოდა. აღნიშნულია, რომ ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ ნაწილია და ვოლგის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით შვიდი მილიონი ტონა ნავთობია, აწარმოებს ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს, რომლებიც, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის მხარდასაჭერად გამოიყენება.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ურაზოვოესა და შელაევოის რაიონებში საავტომობილო ხიდები დაზიანდა. ამ ხიდებს რუსეთი სამხედრო ლოგისტიკისთვის, პერსონალის, იარაღის, საბრძოლო მასალისა და მარაგების გადასაზიდად იყენებს.