აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიას გადასცემს.
„მე ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები დამოუკიდებლად აწარმოოს. ასე რომ, ვეღარ იტყვის, რომ საკმარისს არ ვაძლევთ. თავად დაამზადეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, „პეტრიოტი“ თავდაცვითი იარაღია და სწორედ ამიტომ ანიჭებს მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც შეტევით იარაღზე მეტად მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, „პეტრიოტები“ თავად ამერიკასაც სჭირდება, თუმცა მათი წარმოების სწრაფად დაწყება შესაძლებელია.
„„პეტრიოტები“ ჩვენც გვჭირდება. ვფიქრობ, მათი წარმოება ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი“, – თქვა ტრამპმა.