მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, - ამის შესახებ ევროკომისიისპრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

„მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის მეოთხე წლისთავს ვუახლოვდებით, რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენას აგრძელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახლებზე დარტყმებით. უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ ურყევია. ჩვენ განათებისა და გათბობისთვის ასობით გენერატორს ვგზავნით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკომისია უკრაინასა და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად „კეთილდღეობის გეგმის“ ერთიანი ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით ნაბიჯებს დგამს.

„მალე სანქციების მე-20 პაკეტს წარვადგენთ. საქმე რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ეხება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მშვიდობის მიღწევის ნამდვილი განზრახვით მივიდეს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ipn.ge