კანადური საინვესტიციო ბანკის, BMO Capital-ის ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 2027 წლისთვის ოქროს ფასმა შეიძლება უნციაზე 8650 დოლარს, ხოლო ვერცხლის ღირებულებამ უნციაზე 220 დოლარს მიაღწიოს.
ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ოქრო 6350 დოლარამდე გაძვირდება.
თუკი, BMO Capital-ის პროგნოზი გამართლდება, მაშინ წელს ოქრო 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წლისთვის მატების მაჩვენებელი 65%-ს მიაღწევს.
BMO ასევე ვარაუდობს, რომ ვერცხლი თავის ისტორიულ როლს დაიბრუნებს და ღირებულების შემნახველ აქტივად ჩამოყალიბდება.