ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღზე, 2027 წლის შესახებ ვსაუბრობთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული ენერგეტიკული ვითარება განიხილა.
„ასევე, კანცლერს გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული სამმხრივი შეხვედრების შესახებ ვაცნობე. მხარეებმა ძირითადად სამხედრო საკითხები განიხილეს, თუმცა საუბარი უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხო. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების გარანტიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება შესაძლებელია უკრაინის მიერ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში შეტანილი წვლილის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ თარიღზე ვსაუბრობთ, 2027 წლის შესახებ, და ჩვენი პოზიციის მიმართ პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას ველით“, - წერს ზელენსკი X-ზე.
Ipn.ge