უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ამიტომ, უკრაინის ჩამოშლა უნგრეთის ინტერესებში არ შედის და ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ეს არ მოხდეს“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უნგრეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„უკრაინა მთელი ელექტროენერგიის 44%-სა და გაზის 58%-ს უნგრეთიდან იღებს. ეს რომ არა, უკრაინა უკვე ჩამოიშლებოდა. ომი უკრაინას ყოველდღიურად ასუსტებს. მშვიდობა ერთადერთია, რასაც მისი გაძლიერება შეუძლია“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

www.interpressnews.ge