ტერიტორიების საკითხზე, დღევანდელი მდგომარეობით, შესაძლებელია სამართლიანი ვერსია - „ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

მისი თქმით, თავისთავად ფაქტი, რომ რუსები უკრაინის ტერიტორიაზე არიან - უსამართლოა, თუმცა ესაა დღევანდელი კომპრომისული გადაწყეტილება.

„ანუ რუსები დონბასის საკითხში დარჩებიან ჩვენი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ნაწილში. ასეთი ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია, ხოლო ჩვენ ვიდგებით და ვიცხოვრებთ დონბასის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ჩემი აზრით, ეს სამართლიანია. თუმცა, თუ გულწრფელად ვიტყვით, ის ფაქტი, რომ რუსები ჩვენს მიწაზე არიან, პრინციპულად უსამართლოა, მაგრამ ეს დღევანდელი კომპრომისული გადაწყვეტილებაა",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინის არმიამ დატოვოს დონეცკის ოლქის ტერიტორია.

"ჩვენ ამერიკელ კოლეგებს ავუხსენით, რომ უკრაინა ვერ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს. ამის შესაძლებლობასა და სურვილს ვერ ვხედავ. და ვხედავ, რომ ასეთი სურვილი არც უკრაინელ ხალხს აქვს," - აღნიშნა ზელენსკიმ.

tvpirveli.ge