რუსეთისთვის უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს სახელმწიფო საზღვარია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინული მხარის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოჭრის შესახებ. ტერიტორიული საკითხი განიხილებოდა აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამმხრივ მოლაპარაკებებზეც, რომელიც გუშინ დასრულდა.
ჯარედ კუშნერმა ტერიტორიულ საკითხს მოლაპარაკებების „ყველაზე რთული“ ნაწილი უწოდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ კი განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხში დათმობას არ აპირებს და „მიწის ერთ გოჯსაც“ არ დათმობს.
მანამდე „გარდიანი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა დონბასის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წინადადებას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ფორმალურად დაეფიქსირებინა, ხოლო უკრაინას არ მოუწევდა ჯარების გაყვანა იმ რაიონებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს. წყაროების თანახმად, უკრაინა ამ წინადადებას არ დათანხმდა.
1tv.ge