ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, ივანე აივაზოვსკის ნახატი „იალტის ყურე“, ნიუ-იორკში აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ „სოთბის“ აუქციონის სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

აუქციონი დეკემბერში გაიმართება, ნიუ-იორკის გალერეა A La Vieille Russie-ს კოლექციის ნაწილის გაყიდვის ფარგლებში. ექსპერტები ნახატის ღირებულებას 600-დან 800 ათას დოლარამდე აფასებენ.

მხატვარმა ეს პეიზაჟი 1896 წელს დახატა. 

დეკემბრის აუქციონზე წარმოდგენილი იქნება 300-ზე მეტი ლოტი, რომლებიც რევოლუციამდელ რუსეთსა და ნიკოლოზ II-ის ოჯახს უკავშირდება.

ვრცლად snob.ru – ზე