უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში ქვეყნის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში.

უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად, ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ეს ობიექტი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგას ფედერალურ ოლქს ემსახურება. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები რუსეთის სხვა ქალაქებშიც დაბომბა, მათ შორის, მოსკოვის ოლქშიც.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს საწყობები რუსულ ჯარს ამარაგებდნენ დრონების კომპონენტებითა და ნავიგაციის აღჭურვილობით.