პირველად, უკრაინა ზამთარს მხოლოდ საკუთარი წარმოების გაზის გამოყენებით გაივლის. ამის შესახებ უკრაინული მედია „ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი ჩერნოშოვის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
ჩერნიშოვის თქმით, უკრაინა ზამთრის სეზონს შოკის გარეშე გაივლის არა მხოლოდ გაზმომარაგების კუთხით, არამედ მოსახლეობისთვის ლურჯი საწვავის ღირებულების ცვლილების გარეშეც.
როგორც ცნობილია, Ukrgazvydobuvannya სს (UGV) მიზნად ისახავს 2023 წელს ბუნებრივი აირის წარმოების 1 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდას 13,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
2022 წელს UGV-მ 12,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, რაც 2021 წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
„ნაფტოგაზი“ Ukrgazvydobuvannya-ის 100%-იან წილს ფლობს.