ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, — რჩეულები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.

კვარაცხელიას „არსენალთან“ საპასუხო შეხვედრაში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, თუმცა საქართველოს ნაკრების ლიდერს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდა და დაცვასაც კარგად ეხმარებოდა.

კვარაცხელიასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში პსჟ-დან ასევე მოხვდნენ აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი და ფაბიან რუისი.

1tv.ge