უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რეფორმები გაგრძელდება. ზელენსკის თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრები ევროპაშიც.

„ვემზადებით დიპლომატიური კვირისთვისაც  – იქნება შეხვედრები ევროპაში, რომლებიც უკრაინისთვის უნდა გახდეს კიდევ ერთი კონტრიბუცია ჩვენს თავდაცვაში და ომის დასრულებასთან დაახლოებაში. უკრაინა ემზადება მოვლენების განვითარების ორივე ვარიანტისთვის: დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ან შემდგომი აქტიური თავდაცვისთვის, თუ პარტნიორების ზეწოლა რუსეთზე არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ, მაგრამ თავის ძალას უკრაინა არავის დაუთმობს“, – განაცხადა უკრაინის  პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა იქნება მოწვეული.

„მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები გაგრძელდეს. დეტალურად ვიმუშავეთ უსაფრთხოების მიმართულებით. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური შეიცვლება. ასევე, განვიხილეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან, კლიმენკოსთან შესაბამისი ცვლილებების მიმართულებები“, – აღნიშნა  ზელენსკიმ.

1tv.ge