თურქეთმა 2023-2024 წლების თხილის საექსპორტო სეზონის ბოლო ხუთ თვეში  $1,7 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო.

ამის შესახებ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, 1-ელი სექტემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საზღვარგარეთ 1 მილიარდ 16 მილიონ 920 ათას 103 დოლარად 142 ათას 173 ტონა თხილი გაიყიდა, გასული სეზონის იმავე პერიოდში1 52 ათას 722 ტონა თხილის ექსპორტიდან ქვეყანამ 880 მილიონ 364 ათას 770 დოლარი გამოიმუშავა.