2026 წლის კა­ლენ­და­რუ­ლი ზა­ფხუ­ლი პლა­ნე­ტა­ზე რე­კორ­დუ­ლად ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა, აგ­ვის­ტო­ში კი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­კორ­დი დამ­ყარ­და, - გა­ნა­ცხა­დეს 10 სექ­ტე­მე­ბერს ევ­რო­პელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა.

2025 წლის ნო­ემ­ბრის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ აგ­ვის­ტო­ში გა­და­ა­ჭარ­ბა +1,5°C ნიშ­ნულს 1850 - 1900 წლე­ბის ინ­დუსტრი­ამ­დელ დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით - ეს არის პირ­ვე­ლი ზღვა­რი კლი­მა­ტის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, რომ­ლის შე­კა­ვე­ბა­ზეც, 2015 წლის პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმდა.

თბე­ბა არა მხო­ლოდ ჰა­ე­რი, არა­მედ ოკე­ა­ნეც, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აშ­ფო­თებთ მეც­ნი­ე­რებს, ვი­ნა­ი­დან ის დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის 70%-ზე მეტს ფა­რავს და ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის ჭარ­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის 90% შთან­თქა.

ზა­ფხუ­ლის ბოლო თვეს მისი ზე­და­პი­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა პო­ლა­რულ გა­ნე­დებს მიღ­მა არა მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა აგ­ვის­ტოს­თვის, არა­მედ გა­ა­მე­ო­რა წლის ყვე­ლა თვეს შო­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­კორ­დი, რო­მე­ლიც 2024 წლის მარ­ტში დამ­ყარ­და, - ნათ­ქვა­მია ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო ვა­დი­ა­ნი ამინ­დის პროგ­ნო­ზე­ბის ცენ­ტრის (ECMWF) ყო­ველ­თვი­ურ ან­გა­რიშ­ში.

და ეს ჯერ კი­დევ მა­ნამ, ვიდ­რე წყნარ ოკე­ა­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ელ-ნი­ნი­ოს ფე­ნო­მე­ნი სრუ­ლი მას­შტა­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და. იგი გაძ­ლი­ე­რე­ბას გა­ნაგ­რძობს და ემუქ­რე­ბა, რომ დაკ­ვირ­ვე­ბის მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გახ­დე­ბა.

  • ცხე­ლი 2026 წელი. უკვე თბი­ლა, ელ-ნი­ნიო კი ახლა იწყე­ბა - რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ?

"2026 წლის აგ­ვის­ტო კლი­მა­ტუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი თვეა. იგი გახ­და რო­გორც ყვე­ლა­ზე თბი­ლი აგ­ვის­ტო, ისე ყვე­ლა­ზე თბი­ლი თვე გა­ზომ­ვე­ბის მთელ ის­ტო­რი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ECMWF-ის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა სა­გან­თა ბერ­ჯეს­მა.

"მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რის რე­კორ­დულ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში დაკ­ვირ­ვე­ბის მთელ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე თბილ ზა­ფხულ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა აძ­ლი­ე­რებს ექ­სტრე­მა­ლურ მოვ­ლე­ნებს რო­გორც ატ­მოს­ფე­რო­ში, ისე ოკე­ა­ნე­ებ­ში, ხოლო შე­დე­გე­ბი სულ უფრო მე­ტად აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, ეკო­ნო­მი­კა­სა და ეკო­სის­ტე­მებ­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში“, - გა­ნა­ცხა­და მან.

  • ევ­რო­პამ ივ­ნის­ში სი­ცხის რე­კორ­დი მოხ­სნა. რა­ტომ ირ­ყე­ვა ამინ­დის ქან­ქა­რა?

ევ­რო­პა მთელ პლა­ნე­ტა­ზე სწრა­ფად თბე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც ადრე ყო­ველ­თვის ცი­ო­და.

გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და და­სავ­ლეთ ევ­რო­პა, რო­მელ­მაც მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სი­ცხის სულ მცი­რე ხუთი მძლავ­რი ტალ­ღა გა­და­ი­ტა­ნა. საფ­რან­გე­თის, ბრი­ტა­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ბევრ რა­ი­ონ­ში ნორ­მა­ლუ­რი წვი­მა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავთ. მინ­დვ­რე­ბი გა­და­იწ­ვა, მდი­ნა­რე­ე­ბი დაშ­რა.

მხო­ლოდ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, თურ­ქეთ­სა და კვიპ­როს­ზე, ასე­ვე ევ­რო­პის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­თა და რუ­სე­თის და­სავ­ლე­თით აღ­მოჩ­ნდა ზა­ფხუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ნა­ლე­ქი­ა­ნი, აღ­ნიშ­ნავს ECMWF.

ხოლო და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში 2026 წლის ზა­ფხუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის მთელ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი იყო და 20-ზე მეტი წლის წი­ნან­დელ რე­კორდს გა­და­ა­ჭარ­ბა.

წყარო: ambebi.ge