შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, თხილის საექსპორტო სეზონი, რომელიც 2022 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყო, 2023 წლის 31 აგვისტოს დასრულდა.
ამ პერიოდში პერიოდში თურქეთიდან $1,795 მლრდ-ის ღირებულების 298 557 ტ თხილის ექსპორტი განხორციელდა.
თხილის ექსპორტის მაჩვენებელი 2022-2023 სეზონზე წინა სეზონთან შედარებით 12%-ით, რაოდენობრივად 41 590 ტ-ით შემცირდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპორტის მოცულობამ აგვისტოში 15 111 ტ თხილზე 90 327 450 დოლარი შეადგინა. ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ახალი სეზონი ხელსაყრელი იქნება სექტორის ყველა მონაწილისთვის და ექსპორტის უფრო მაღალი მაჩვენებლები მიიღწევა.