თურქეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში ჩინეთი, რუსეთი და გერმანია არიან. ხუთეულში მოხვდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და შვეიცარია. აშშ თურქეთის საგარეო ვაჭრობაში მე-6 ადგილს იკავებს.
წინასწარი მონაცემებით, თურქეთის ექსპორტმა აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წლიური მონაცემებით, ექსპორტი 1,6%-ით გაიზარდა და $21,6 მლრდ შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს თურქეთის კომერციის სამინისტრო აქვეყნებს.
ამავე ინფორმაციით, იმპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,3%-ით შემცირდა და $30,5 მლრდ შეადგინა.
აგვისტოში ქვეყნის საგარეო სავაჭრო დეფიციტი $8,9 მლრდ იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.
აგვისტოს ბოლოს გერმანია რჩება თურქული ექსპორტის მთავარ მიმღებად, $1,8 მლრდ-ით.
მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები ($1.3 მლრდ), ერაყი ($1.09 მლრდ), დიდი ბრიტანეთი ($1.06 მლრდ) და იტალია ($877 მლნ).
აგვისტოში თურქეთში საქონლის იმპორტის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი იყო - $3,8 მლრდ-ით. მას მოსდევს რუსეთი ($3,4 მლრდ), გერმანია ($2,56 მლრდ), არაბთა გაერთიანებული საამიროები ($2,08 მლრდ) და შვეიცარია ($1,49 მლრდ).