თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ევროკავშირს მოუწოდებს, „მოძველებული პოლიტიკური შეხედულებები“ დაივიწყოს და ანკარასთან გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ განაახლოს. ამის შესახებ ერდოღანმა 21 ივლისს, თვითმფრინავში, ჩრდილოეთ კვიპროსიდან ანკარასკენ მიმავალ გზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპაში და მის გარშემო მიმდინარე პროცესები, ასევე ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები აჩვენებს, რომ ბლოკს სჭირდება ისეთი „დინამიკური და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული წევრი“, როგორიც თურქეთია.
„მსოფლიო შეიცვალა, იცვლება ევროპაც და ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა, რომელიც ძველი, მოძველებული პოლიტიკური შეხედულებებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ეს გაწევრებაზე მოლაპარაკებების ახალი ეპოქის დასაწყისი უნდა გახდეს,“ — აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირმა უნდა მოხსნას ანკარასთვის დაწესებული პოლიტიკური ბარიერები.
ერდოღანის შეფასებით, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის.