ყაზახეთში ყველაზე დიდ სასათბურე კომპლექსს თურქი ინვესტორი შიმკენტში ააშენებს.

თურქული ჰოლდინგი Alarko Holding გეგმავს 650 მილიონი დოლარის ინვესტირებას ყაზახეთის აგროინდუსტრიულ კომპლექსში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. საუბარია გადამუშავების, სასათბურე ბოსტნეულის წარმოების და სხვა მიმართულების პროექტებზე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალარკო ჰოლდინგი ყაზახეთში ყველაზე დიდი სათბურის აშენებას აპირებს. პროექტი შიმკენტში განხორციელდება, იუწყება APK News.

პომიდორი გაშენდება თანამედროვე სასათბურე კომპლექსში. პროექტის ღირებულება 312 მილიარდ ტენგეს (706 539 912 $) შეადგენს. სათბურებში გამოყენებული იქნება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები. ობიექტის ფართობი 200 ჰექტარზე მეტს დაიკავებს.

ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეგიონს ეწვია და ინვესტორებს შეხვდა, აღნიშნა, რომ ეს მსხვილი პროექტი შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოსახლეობას ადგილობრივ პროდუქციას მიაწვდის.

agrokavkaz.ge