East-fruit-ის ინფორმაციით, ესპანეთში რეკორდული რაოდენობის პომიდვრის მოსავალი მიიღეს.

„ჩვენ ახლახან გვქონდა ყველაზე თბილი იანვარი ისტორიაში. სავსე მთვარესთან ერთად, ყველა პომიდორი ერთდროულად მომწიფდა. ამან გამოიწვია რეკორდული მოსავალი, განსაკუთრებით პომიდვრის შემთხვევაში,“- აღნიშნავს FreshPlaza .

ესპანური კოოპერატივის Vicasol-ის კომერციული განყოფილების წევრის, სტეფან ვან მარევიკის თქმით, ბაზარს არ შეეძლო სწრაფი რეაგირება ამ მოცულობის მოსავალზე.

„ჰაერის ტემპერატურა 14°C-იდან 22°C-მდე მერყეობს. ბაზარს არ შეეძლო საკმაოდ სწრაფი რეაგირება ამ მოცულობის მოსავალზე. ვითარება თანდათან სტაბილურდება. ვიმედოვნებთ, რომ მალე დავუბრუნდებით გაყიდვების ჩვეულ ტემპს ნორმალური ფასებით, რომელიც წელიწადის ამ დროისთვისაა დამახასიათებელი. უახლოეს კვირებში ველოდებით ბაზრის დასტაბილურებას“, - განმარტავს მარევიკი.