მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2025 წელს ტურიზმსა და მოგზაურობაში გლობალური ინვესტიციები 8.5%-ით გაიზარდა და ერთ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, სექტორის წვლილმა გლობალურ მშპ-ში წლის განმავლობაში რეკორდული 11.6 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მდგრადი კაპიტალდაბანდებები ხელს უწყობს დასაქმებას, ტურისტული მიმართულებების განვითარებას, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას ყველა ტურისტულ ბაზარზე.

ამასთან, გლობალური ინვესტიციების დაახლოებით ნახევარი ანუ თითქმის 500 მილიარდი დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩინეთზე, ინდოეთსა და საუდის არაბეთზე მოდიოდა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე