10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0012 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0062 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0274 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 11 აგვისტოს ამოქმედდება.