სასტუმროს მარკეტინგული კამპანიები, როგორც წესი, იმისთვის იგეგმება, რომ მომავალმა სტუმრებმა წარმოიდგინონ თავიანთი დასვენება და ნდობა გაუჩნდეთ ბრენდის მიმართ ჯერ კიდევ მანამ, სანამ „დაჯავშნის” ღილაკს ხელს დააჭერენ. სწორედ ამიტომ ყველაზე ძლიერი კამპანიები ეფუძნება რეალურ თხრობას, სწორად შერჩეულ ციფრულ წერტილებსა და გააზრებულ პერსონალიზაციას, რათა შეიქმნას ავთენტური კავშირი სტუმართან.

შესაბამისად, დღეს „საშუალო“ მარკეტინგით შორს ვერ წახვალთ. სამყაროში, სადაც სასტუმროს სარეკლამო კამპანიები ერთმანეთს არა მხოლოდ ფასით, არამედ გამოცდილებით ეჯიბრება, გამორჩეულობა არჩევანი აღარ არის, ეს აუცილებლობაა.

როგორ შევქმნათ ეფექტური სასტუმროს მარკეტინგული კამპანიები

როგორ უნდა შექმნან სასტუმროებმა ისეთი კამპანიები, რომლებიც თანამედროვე მოგზაურებს მოეწონებათ, ერთდროულად გაზრდის ჯავშნებსა და ლოიალობას? მონაცემების შერწყმით? ტექნოლოგიების გამოყენებით? თუ ადამიანზე ორიენტირებული სტრატეგიით? რეალურად, სამივე საჭიროა. 

სტუმართმოყვარეობის ბიზნესში ტექნოლოგიამ ადამიანური კავშირი უნდა გააძლიეროს და არა ჩაანაცვლოს. მარკეტინგულ გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტები მონაცემთა ანალიზისთვის, თუმცა ემოციის, ემპათიისა და ტონის სწორად წაკითხვა კვლავ ადამიანურ ინტუიციას მოითხოვს.

სტატია ძალიან თეორიული რომ არ იყოს, გთავაზობთ სასტუმროების საინტერესო მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც მაგალითად შეიძლება გამოგადგეთ.

7 შთამაგონებელი სარეკლამო კამპანია და იდეა

Hilton – For The Stay | Digital Check-In | Shining Gold

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია რეკლამას ემოციური კავშირი შექმნას ტექნოლოგიებთან ერთად. ფასდაკლებების ნაცვლად, Hilton ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – თავად დარჩენაზე – „როცა გინდა დასვენება, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად ჩერდები. Hilton. For The Stay”.

Hilton-ში ეს ღირებულება ყველაფრის ცენტრშია. ჩექ-ინსა და ჩექ-აუთს მიღმა, ეს არის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, წნეხისგან გათავისუფლება, ყოველდღიური აჩქარებული ტემპის შეჩერება, სტუმრობის გამოცდილება და ა.შ.

რატომ იმუშავა ამ კამპანიამ: იმიტომ, რომ Hilton-მა არ გაყიდა პროდუქტი – მან რეალური სტუმრის პრობლემა გადაჭრა. ციფრული ჩექ-ინის გამარტივებითა და Shining Gold პროგრამით ლოიალური სტუმრების დაჯილდოებით, ბრენდმა აჩვენა, რომ კარგი სასტუმროს მარკეტინგი იწყება მთლიანი პროცესის გამარტივებით.

Hotels.com – The Artist

თუ Hotels.com-ის ეს რეკლამა გინახავს, მიხვდები, რომ ეს არ არის ტიპური სამოგზაურო რეკლამა და სწორედ ამიტომ მუშაობს ასე კარგად.

აქ არ არის პრიალა ნომრები ან კლიშედ ქცეული სცენები. ამის ნაცვლად, კამპანია პერსონაჟზე დაფუძნებულ თხრობას იყენებს, რათა წარმოაჩინოს ბრენდის მთავარი ღირებულებები: სიმარტივე და სანდოობა.

რატომ იმუშავა ამ რეკლამამ: იმიტომ, რომ Hotels.com-მა ჯავშნა სახალისო და დასამახსოვრებელი გახადა. იუმორითა და ბევრ სტუმართან ახლოს მყოფი პერსონაჟით ბრენდმა ერთფეროვნება გაარღვია და არჩევანი მარტივი გახადა.

Marriott Hotels – Wonderful Hospitality. Always.

ეს კამპანია ფოკუსირდება მარადიულ ღირებულებაზე, ნამდვილ სტუმართმოყვარეობაზე.

კამპანია ხაზს უსვამს ადამიანურ გამოცდილებას და გვახსენებს, რომ საუკეთესო დასვენება იქმნება მზრუნველი ადამიანებისგან და არა მხოლოდ დიზაინისა თუ კომფორტისგან.

რატომ იმუშავა ამ კამპანიამ: იმიტომ, რომ Marriott-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რისი მიღება სურთ სტუმრებს – სითბო და ნდობა გახდა მთავარი მესიჯი.

Four Seasons – Take Your Time

ამ რეკლამის გამორჩეულობა იმაშია, რომ შესრულება თავად სტუმართმოყვარეობის მესიჯს ასახავს: ნელი ტემპი, კინემატოგრაფიული ტონი და მინიმალისტური თხრობა სიმშვიდის განცდას ქმნის. Four Seasons ამბობს, რომ დრო არის ყველაზე დიდი ფუფუნება.

რატომ იმუშავა: იმიტომ, რომ ბრენდმა შეანელა ყველაფერი კატეგორიაში, რომელიც მუდმივად სისწრაფეზეა ორიენტირებული და ადამიანებს ბუნებრივი სიმყუდროვის შეგრძნება გაუჩინა.

Holiday Inn Express – Guest How You Guest

თანამედროვე მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანია, თავი ყველასგან მიღებულად იგრძნონ. ეს კამპანია მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ ის, ვინც არიან – დაიძინონ გვიან, იმუშაონ საწოლში ან ისაუზმონ ჩუსტებით.

რატომ იმუშავა: იმიტომ, რომ ბრენდმა ყოველდღიური რეალობა იუმორითა და გულწრფელობით აჩვენა.

Marriott Bonvoy – The “Here” Anthem

„აქ“ მარტივი სიტყვაა, მაგრამ ძლიერი მნიშვნელობა აქვს, როცა სწორ კონტექსტში გვესმის. ეს კამპანია მოგზაურობას ცხოვრების ნაწილად აქცევს.

რატომ იმუშავა: იმიტომ, რომ აქცენტი გადატანილია მომენტებზე და არა ზოგადად სასტუმროს რეკლამირებაზე.

Bulgari Hotels & Resorts – Bali

ეს კამპანია პროდუქტის ნაცვლად გრძნობებს ყიდის: სიმშვიდეს, ელეგანტურობასა და ფუფუნების შეგრძნებას, რომელიც არ ყვირის.

რატომ იმუშავა: იმიტომ, რომ ვიზუალი თავად გახდა მთავარი არგუმენტი.

გახსოვდეთ – სწორად შესრულებული კამპანიები პირდაპირ გავლენას ახდენს მომავალი სტუმრის გადაწყვეტილებაზე. ემოცია, სტრატეგია, გამოცდილება და თანმიმდევრული მესიჯი ყველა არხზე – თქვენს კამპანიას წარმატებულს ხდის.

www.marketer.ge/