მიმდინარე წლის ივლისი მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში მესამე ყველაზე ცხელი თვე გახდა.

ამ თვეში საშუალო გლობალური ტემპერატურა ერთი გრადუსით და მეოთხედით მეტი იყო 1850-დან 1900 წლამდე ინდუსტრიამდელი პერიოდის ზაფხულის მეორე თვის საშუალო მაჩვენებელზე, – განაცხადა ევროპის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა, „კოპერნიკმა“.

სამსახურის დირექტორმა, კარლო ბუონტემპომ აღნიშნა, რომ 2025 წლის ივლისმა ბოლო ორი წლის რეკორდები არ მოხსნა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლობალური დათბობა დასრულდა, განმარტა მან. „თუ ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციას სწრაფად არ დავასტაბილურებთ, ჩვენ უნდა ველოდოთ არა მხოლოდ ტემპერატურის ახალ რეკორდებს, არამედ სიცხესთან დაკავშირებული შედეგების გაუარესებას“, - აფრთხილებს ბუონტემპო.

ვრცლად euronews – ზე