აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსახლკარო ადამიანებმა ვაშინგტონი უნდა დატოვონ.

„უსახლკაროები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ. ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. კრიმინალებო, თქვენ გადასვლა არ გჭირდებათ, ციხეში ჩაგსვამთ იქ, სადაც თქვენი ადგილია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

„თეთრ სახლში პრესკონფერენცია გვექნება. ვაპირებ, რომ ჩვენი დედაქალაქი ისეთი უსაფრთხო და ლამაზი გავხადო, როგორც არასდროს ყოფილა“, - დაწერა ტრამპმა.

ინტერპრესნიუსი