პროფკავშირების განცხადებით, მიმდინარე სეზონზე თურქეთმა 75 295 ტონა შავი ზეთისხილის ექსპორტიდან 137 მილიონ 705 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 25 76 ტონა მწვანე ზეთისხილიდან - 46 მილიონ 805 ათასი დოლარი. თურქეთმა საექსპორტო შემოსავალი წინა სეზონთან შედარებით 11 მილიონ 979 ათასი დოლარით გაზარდა.
ქვეყნების რაოდენობამ, რომლებშიც თურქეთიდან სუფრის ზეთისხილის ექსპორტი ხდება 117-ს მიაღწია.
ეგეოსის ზეთისხილისა და ზეთისხილის ზეთის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტის დავუთ ერის განცხაბით, თურქეთმა ზეთისხილის ინვესტიციებიდან სარგებლის მიღება ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიწყო.
მისი თქმით, სუფრის ზეთისხილის ექსპორტიდან ამ სეზონზე მიღებული $184 510 000-ის შემოსავალი რეკორდული იყო.