შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოდან აშშ ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას შეწყვეტს.

„რაც შეეხება ისრაელისთვის თანხის გაცემას, ბიბი ნეთანიაჰუმ და მე შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლითაც ჩვენ ისრაელს წელიწადში 4 მილიარდ დოლარს ვუხდით. რამდენიმე თვის წინ კი შევთანხმდით, რომ ამას ვწყვეტთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Fox & Friends-თან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელს დახმარება აღარ ესაჭიროება.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ დაფინანსების საკითხს „დემოკრატი“ და სხვა მემარცხენე პოლიტიკოსები „რესპუბლიკელების“ კრიტიკისთვის იყენებდნენ.

„ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან ისრაელისთვის გადახდას შევწყვეტთ. თუ მათ ეს დასჭირდებათ, მაშინ ისრაელს დავეხმარებით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

www.interpressnews.ge