აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, რომ რუსეთში დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოს. ტრამპი ამბობს, რომ ეს საწვავის დეფიციტს ქმნის.

"ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს - მან რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება უნდა შეწყვიტოს. მას სამიზნეებზე დარტყმა შეუძლია, მაგრამ არა დიზელის საწვავზე, რადგან ეს დიზელის საწვავზე დეფიციტს იწვევს". - თქვა ტრამპმა.