დიდი ხნის წინ და­კარ­გუ­ლი სუ­პერ­კონ­ტი­ნენ­ტი გონდვა­ნა მეც­ნი­ე­რებ­მა ხე­ლახ­ლა „აა­წყვეს“ — ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ის იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი იყო, ვიდ­რე აქამ­დე ეგო­ნათ.

  • მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ უძ­ვე­ლე­სი გონდვა­ნა იმ ტე­რი­ტო­რი­ებს მო­ი­ცავ­და, რომ­ლე­ბიც დღეს სამ­ხრეთ ამე­რი­კის, აფ­რი­კის, არა­ბე­თის, მა­და­გას­კა­რის, ინ­დო­ე­თის, ავ­სტრა­ლი­ი­სა და ან­ტარ­ქტი­დის ნა­წი­ლებს ქმნის. თუმ­ცა, ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გონდვა­ნას შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი ტე­რი­ტო­რია შე­დი­ო­და.

ჩი­ნე­თის გე­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მკვლევ­რებ­მა დე­და­მი­წის ქერ­ქის უძ­ვე­ლეს ნა­წი­ლებ­ში, ე.წ. პრე­კამ­ბრი­ულ ტე­რა­ნებ­ში, გონდვა­ნას აქამ­დე უც­ნო­ბი ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ეს ქა­ნე­ბი კამ­ბრი­ულ პე­რი­ო­დამ­დე, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 541 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

მკვლევ­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გონდვა­ნას დე­და­მი­წის მთე­ლი ხმე­ლე­თის და­ახ­ლო­ე­ბით 80% ეკა­ვა.

გონდვა­ნას სუ­პერ­კონ­ტი­ნენ­ტად მიჩ­ნე­ვა აქამ­დე გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­და­ვო იყო. მეც­ნი­ე­რე­ბი დე­და­მი­წის ის­ტო­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ფარ­თოდ აღი­ა­რე­ბულ სუ­პერ­კონ­ტი­ნენტს გა­მო­ყო­ფენ, მათ შო­რის კო­ლუმ­ბი­ას, რო­დი­ნი­ა­სა და პან­გე­ას. ახა­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათი აღ­მო­ჩე­ნა გონდვა­ნას სუ­პერ­კონ­ტი­ნენ­ტის სტა­ტუსს კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს.

რა­ტომ არის ეს აღ­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

გონდვა­ნას ზო­მის ზუს­ტად დად­გე­ნა მხო­ლოდ დე­და­მი­წის გე­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­ის აღ­დგე­ნას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ასე­თი მას­შტა­ბის ხმე­ლე­თის არ­სე­ბო­ბას შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნა ჰქო­ნო­და იმ პე­რი­ო­დის კლი­მატ­სა და გა­რე­მო­ზე, რო­დე­საც დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლე სწრა­ფად იც­ვლე­ბო­და.

ეს პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კამ­ბრი­უ­ლი აფეთ­ქე­ბის გამო — და­ახ­ლო­ე­ბით 541 მი­ლი­ო­ნი წლის წინ და­წყე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბი­სა, რო­დე­საც ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ცხო­ველ­თა მრა­ვა­ლი ძი­რი­თა­დი ფორ­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

წყარო: ambebi.ge