მერ­კუ­რის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი “ნა­ო­ჭე­ბი“ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის წარ­სულ­ში უფრო დიდი ზო­მის იყო და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­კუმ­შა. ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ეს პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა იმა­ზე მას­შტა­ბუ­რი იყოს, ვიდ­რე მეც­ნი­ე­რე­ბი აქამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ.

ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პლა­ნე­ტა მზი­დან სა­შუ­ა­ლოდ 58 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და მას გარ­შე­მო წრის შე­მოვ­ლას 88 დღე ან­დო­მებს.

ეს კლდო­ვა­ნი სამ­ყა­რო და­ახ­ლო­ე­ბით 4.5 მი­ლი­არ­დი წლის წინ, გა­ზი­სა და მტვრის­გან წარ­მო­იქ­მნა. მზის სის­ტე­მის ად­რე­უ­ლი ხანა ქა­ო­სუ­რი იყო, კოს­მო­სუ­რი სხე­უ­ლე­ბის უწყვე­ტი შე­ჯა­ხე­ბე­ბი უზარ­მა­ზარ სით­ბოს გა­მო­ყოფ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც პლა­ნე­ტამ გაგ­რი­ლე­ბა და­ი­წყო, მისი შიდა ფე­ნე­ბი შე­ი­კუმ­შა.

ამ შე­კუმ­შვის შე­დე­გად მერ­კუ­რის ზე­და­პირ­ზე გი­გან­ტუ­რი “ნა­ფე­ხუ­რე­ბი“, ქე­დე­ბი და ფლა­ტე­ე­ბი გაჩ­ნდა, რო­მელ­თა სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 1.6 კი­ლო­მეტრს, ხოლო სიგ­რძე ასო­ბით კი­ლო­მეტრს აღ­წევს.

ას­ტე­რო­ი­დე­ბი­სა და კო­მე­ტე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვან­მა ბომ­ბარ­დი­რე­ბამ მერ­კუ­რი კრა­ტე­რე­ბით და­ფა­რა. ჟურ­ნალ “Geophysical Research Letters“ -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ამ და­ჯა­ხე­ბე­ბის­გან წარ­მოქ­მნილ­მა ნამ­სხვრე­ვებ­მა შე­საძ­ლოა მეც­ნი­ერ­თა თვა­ლის­გან შე­კუმ­შვის რე­ა­ლუ­რი მას­შტა­ბე­ბი და­ფა­რა.

გერ­მა­ნი­ის აე­რო­კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის (DLR) კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ­მა, გაკუ ნი­ში­ა­მამ და მის­მა გუნ­დმა NASA-ს ზონდ MESSENGER-ის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ პლა­ნე­ტის შე­და­რე­ბით უს­წორ­მას­წო­რო რე­გი­ო­ნებ­ში “ნა­ო­ჭე­ბი“ უფრო იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ნამ­სხვრე­ვებ­მა პლა­ნე­ტის ზო­მა­ში შემ­ცი­რე­ბის კვა­ლი უბ­რა­ლოდ შე­ნიღ­ბა.

გა­მოთ­ვლე­ბის თა­ნახ­მად, მერ­კუ­რი შე­საძ­ლოა 10%-იდან 30%-მდე უფრო მე­ტად იყოს შე­კუმ­შუ­ლი, ვიდ­რე აქამ­დე ეგო­ნათ. ამას­თან პლა­ნე­ტის რა­დი­უ­სი შე­საძ­ლოა 11.6 კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და (წინა კვლე­ვე­ბი 1-იდან 7 კი­ლო­მეტ­რამ­დე მაჩ­ვე­ნე­ბელს ვა­რა­უ­დობ­და).

  • მზეს­თან სი­ახ­ლო­ვის გამო მერ­კუ­რის გა­მოკ­ვლე­ვა ექ­სტრე­მა­ლუ­რად რთუ­ლია. წარ­სულ­ში პლა­ნე­ტას მხო­ლოდ ორმა მი­სი­ამ, Mariner 10-მა (1974 წელს) და MESSENGER-მა (2011 წელს). მი­აღ­წია.

ამ­ჟა­მად მერ­კურს ევ­რო­პუ­ლი და ია­პო­ნუ­რი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მი­სია BepiColombo უახ­ლოვ­დე­ბა. 8-წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ის მზის უახ­ლო­ე­სი პლა­ნე­ტის ორ­ბი­ტა­ზე ორ აპა­რატს გა­ნა­თავ­სებს.

BepiColombo პირ­ვე­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მერ­კუ­რის ტო­პოგ­რა­ფი­ის გლო­ბა­ლურ და სრულ­ყო­ფილ გა­ზომ­ვას, მათ შო­რის სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ზეც, რაც MESSENGER-ს არ გა­უ­კე­თე­ბია. მი­სია შე­ის­წავ­ლის გრა­ვი­ტა­ცი­ულ ანო­მა­ლი­ებს, ქერ­ქის სის­ქეს, მი­ნე­რა­ლურ შე­მად­გენ­ლო­ბას და სა­ბო­ლო­ოდ გას­ცემს პა­სუხს კი­თხვას, თუ რამ­დე­ნად შემ­ცირ­და ზო­მა­ში მზის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა პლა­ნე­ტა.

წყარო: ambebi.ge