აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მესამე ვადით კენჭისყრა სურდეს — რისი უფლებაც ამერიკის კონსტიტუციით არ არსებობს.

"მაქსიმუმ რვა წელი, ორი ვადით პრეზიდენტობა — ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია," – განაცხადა ტრამპმა NBC-ის გადაცემაში.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არაერთხელ თქვა, თითქოს სურდა მესამე ან მეოთხე ვადაც, ტრამპი აცხადებს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ მედიის "გამოსაცდელად" იყო ნათქვამი.

თუმცა, ინტერვიუში ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს მესამე ვადისთვის ბრძოლას და დაასახელა რამდენიმე რესპუბლიკელი, რომლებმაც შესაძლოა მომავალში მისი ადგილი დაიკავონ — მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

"მგონია, ოთხი წელიც საკმარისია რაღაც მართლაც გამორჩეული შედეგის მისაღწევად," — თქვა მან.

formulanews.ge