"ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება", - თქცა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
დაგრძელდება ჩარჩო ფორმაც, რომელშიც ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებდა.
კალანდარიუშვილის განმარტებით, ამას ცესკო აკეთებს იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალური არენები იყოს მეტად დაცული და მაქსიმალურად შემცირდეს სპეკულაციებისთვის სივრცე.
"ჩვენ უზრუნველყავით შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამ ყველაფრის გადაზღვევა და პრევენციული მექანიზმების მიღება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ მარკერის კვალის უკანა გვერდზე არსებობა არ ნიშნავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებად. გაკეთდება შესაბამისის საფარი და ამასთანავე ჩარჩო ფორმა რომელშიც ამომრჩეველი ათავსებდა ბიულეტენს განხორციელდა ამ ჩარჩო ფორმის დაგრძელება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.