საქართველო შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.

გათამაშება ჩვენს ქვეყანაში 2025; 2026 და 2027 წლებში ჩატარდება.

ტურნირის მიმდინარე წლის შეჯიბრება, რომელიც უფროსებთან ერთად, იუნიორებშიც გაიმართება, 27 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.

შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციას შორის 3-წლიანი მემორანდუმი უკვე გაფორმდა.