საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებისთვის 74.9, კაცებისთვის - 70.5 წელია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებშია აღნიშნული.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.

გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ - 1 780 600, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923 900 შეადგინა. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.

ცნობისთვის, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა არის წლების რაოდენობა, რომელსაც საშუალოდ იცოცხლებს ერთი ადამიანი დაბადებულთა თაობიდან იმ პირობით, რომ მოკვდაობის დონე ყოველ ასაკში დარჩება ისეთი, როგორიც არის მოცემულ პერიოდში.

წყარო: bpn.ge